სოხუმის ე.წ. მერის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

599

წინა სტატია

სოხუმის ე.წ. მერის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დეფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი მისი კანდიდატურის წარსადგენად.

კან კვარჩია ე.წ. მერის მოვალეობის შემსრულებლად შარშან, 21 ოქტომბერს დაინიშნა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.