აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება

731

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა.

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დეფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციციმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.

ცნობისთვის, 2019 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებში, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია მონაწილეობდა. მაშინ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ასლან ბჟანიას უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, რასაც მისი მომხრეები მოწამვლას უკავშირებენ, ბჟანია რუსეთში ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა. ოპოზიციის ლიდერი სოხუმში რამდენიმე დღის წინ, 9 იანვარს დაბრუნდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.