ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელს სულ 35 სხდომა ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტჯერ, 30-30-ჯერ არ დაესწრნენ სხდომას ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები, ირაკლი ღურწკაია და გელა თოლორაია. გელა თოლორაიას სამი გაცდენა შვებულებით სარგებლობას უკავშირდება. მხოლოდ ერთხელ არ დაესწრო წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრებას განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დანარჩენი დეპუტატების მონაცემები კი ასეთია: ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომრემ და წევრმა, ანა წითლიძემ და დავით შელიამ სხდომა 28-ჯერ გააცდინეს.
27-ჯერ ოთარ მარშავამ და ზვიად ყორშიამ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მალხაზ ციკუტანიამ 23-ჯერ.
22-ჯერ არ დასწრებია სხდომას უმრავლესობის დეპუტატი გოგიტა ზარქუა.
სალომე ფაცაციამ სხდომა 21-ჯერ გააცდინა. ერთხელ შვებულების მიზეზით. ამდენივე გაცდენა აქვს პაატა ებრალიძეს.
მამუკა თოლორაია წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე 20-ჯერ არ იმყოფებოდა. დავით ჭაფანძე 19-ჯერ.
ჯონი ჯიქიას 18 გაცდენა აქვს. აქედან სამი შვებულების დღეა. ამდენჯერვე არ დასწრებიან სხდომას ზაზა ხუბუას, პაატა ადამიას და ზურაბ გოგოძეს.
17-ჯერ ამირან ჩხოლარიამ, მამუკა ყურაშვილმა და რევაზ თორდიამ.
მანანა მებონია და გიორგი თოდუა არიან დეპუტატები, რომლებმაც სხდომებს 16-ჯერ არ დაესწრნენ.
15-ჯერ არ დაესწრო სხდომას გოგი თოდუა. 14-ჯერ ედიტა კოდუა. აქედან ორ შემთხვევაში მივლინებით იმყოფებოდა.
ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელია წლის განმავლობაში საკრებულოს სხდომებს 12-ჯერ არ დაესწრო. მათ შორის ოთხჯერ შვებულებაში იმყოფებოდა. ამდენჯერვე გააცდინა სხდომა გიორგი კუკავამ.
რამაზ ჯაბუამ, ზვიად ქირიამ და თენგი ალმასიამ სხდომები 10-ჯერ გააცდინეს. 9-ჯერ მიხეილ ჯობავამ. აქედან ერთხელ შვებულების მიზეზით. ამდენივე გაცდენა აქვს არჩილ ბერანძეს და ლაშა ესებუას.
რვა გაცდენა უფიქსირდება ირუზა კაკვას. სამ შემთხვევაში ის მივლინებით იმყოფებოდა. ამდენჯერმე გააცდინა სხდომა დაზმირ ძიმცეიშვილმა. ოთხჯერ შვებულების გამო.
შვიჯერ გააცდინეს საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ და ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ. მათგან სამჯერ შვებულების მიზეზით.
ექვსჯერ არ დაესწრო წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია. მათ შორის ერთხელ შვებულებით იმყოფებოდა. ამდენჯერვე გააცდინა სხდომა სოსო გოგოხიამ, ტარიელ გაბულდანმა და ჯონი ზარანდიამ. ზარანდიამ მერის დღეს უკვე მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოში გასული წლის 25 ივლისს შეცვალა. ამდენივე გაცდენა აქვს ზაზა პროკოპენკოს. ორჯერ შვებულების მიზეზით.
ხუთი გაცდენა აქვს გია დანელიას. ოთხ-ოთხი თამუნა ჯიქიას და ჯანსუღ ჯაბუას.
სამჯერ არ დაესწრო სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მხოლოდ სამ სხდომას არ დაესწრო. ერთ შემთხვევაში ის შვებულებაში იმყოფებოდა. ამდენივე გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას, ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას და ირაკლი ჯანაშიას.
სამჯერ არ დაესწრო სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით გახარია. სამივე შემთხვევაში ის მივლინებით იმყოფებოდა.
ორი გაცდენა აქვს ზაზა ანდრიაძეს და ყოფილ დეპუტატ კონსტანტინე კაკავას, რომელსაც მერის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით, უფლებამოსილება შარშან, პირველ ივლისს შეუწყდა.
გარდა ამისა, 18 იანვარს გამოაქვეყნდა ინფორმაცია, სიტყვის უფლებით მოსარგებლე და “მდუმარე” დეპუტატებზე.