საქართველოს მასშტაბით დაწყებული „დაბოქლომების” აქცია, წალანჯიხაში ვერ შედგა, რადგან მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას ბიუროს კარს სახელური მოხსნეს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიუროს შესასვლელის ორ ფოტოს აქვეყნებს, რომელთაგან მისი თქმით, ერთი გუშინ, მეორე კი დღესაა გადაღებული.
“წალენჯიხის მაჟორიტარ გულორდავას ბიურო გუშინ და დღეს. სახელური მოხსნეს დაბოქლომების შიშით”, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქცია დაიწყო და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.