პროპორციული სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანია იწყება

507

“სამოქალაქო მოძრაობა” პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროპორციული სისტემა და მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითრების წინაპირობაა.

ნინო გოგოლაძის თქმით, ორგანიზაცია მოსახლეობას ამ სისტემის უპირატესობაზე მიაწვდის ინფორმაციას.

“პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის განვითრების ერთდერთი გზაა და ქართველი ხალხი არ დათმობს ამ სისხლით მოპოვებულ დაპირებას. ,,სამოქალაქო მოძრაობა’’ აქციებში მონაწილეობის გარდა, რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც დაიწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, შევხვდებით მოსახლეობას და მივაწვდით ინფორმაციას, რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რატომ არის კარგი და რას მოიტანს ის ქვეყნისთვის.

არ ვაპირებთ გაჩერებას და ვიქნებით იქ, სადაც ხალხი იქნება’’,- განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.