ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ როცა ის პარლამენტში მისვლას დააპირებს, წინ არავინ გადაეღობონ. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში განაცხადა.
“მინდა, ყველას ვუთხრა – ღმერთი ნუ გაუწყრება და ვერავინ გაბედოს, როცა მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს”, – თქვა იონათამიშვილმა.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.
საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.