იონათამიშვილი წალენჯიხის მერზე: ეს პიროვნება პოლიტიკურად უინტერესოა

292

წინა სტატია

თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა – ნებისმიერი სახის პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

იონათამიშვილის თქმით, ადგილი აქვს ამ ფაქტით პოლიტიკულ სპეკულირებას, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

“იმ პარტიის მხრიდან, ვინც პოლიტიკური სპეკულაციებით არის სახელგანთქმული, არაფერი გვიკვირს. ასე გააგრძელონ – სპეკულაციებით სადამდე მიიყვანეს საკუთარი პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათივე ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.