“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
“ქართული ოცნების“ ოფისში უკვე იკრიბებიან პარტიის წევრები.მმართველი პარტიის ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდირანაძე მივიდნენ.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.
საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.