„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

582

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის ის სამი კანდიდატი დაასახელა, რომელსაც მმართველი გუნდი პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგენს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – კახი კახიშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი მეძმარიაშვილი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.