“ქართულმა ოცნებამ” რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კახი კახიშვილი დაასახელა

352

წინა სტატია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კახი კახიშვილი დასახელდა, – ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტისა” და  “ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის” თავმჯდომარეობის კანდიდატებიც დაასახელა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.