მდინარაძე: ენმ არ ენდო საკუთარ გუნდს, დმანისიდან დაგვირეკეს, ვინც საკრებულოს უნდა დასწრებოდა, გამოკეტილი ჰყავთ ფონიჭალაშიო

769

ენმ არ ენდო საკუთარ გუნდს, დმანისიდან დაგვირეკეს, ვინც საკრებულოს უნდა დასწრებოდა, გამოკეტილი ჰყავთ ფონიჭალაშიო –  განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, ისინი წაიყვანეს თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წინა დღეებში ქირავდებოდა, რომ არ მისულიყვნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რადგან საბოტაჟური მოქმედებები უნდოდათ. დმანისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთმანეთში აპარატის თანამშრომლები საუბრობენ, რომ ადამიანები, ვინც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, ისინი გამოკეტილი არიან ფონიჭალაში, ერთ-ერთ ბინაშიო. ცივილიზებულ სამყაროში, მსოფლიოში სად გაგიგიათ, რომ საკუთარი თანაგუნდელები სხვაგან მიჰყავთ, რაიონის მოშორებით რომელიმე პარტიას, რომ რომელიმე სხდომაზე არ გაეპაროს. არ ვიცი, გაიტაცეს, ნებაყოფლობით გაჰყვნენ, იქ აქეიფებენ თუ აიძულებენ. ასეთი წარმოუდგენელი და სკანდალური ამბავი სხვა ქვეყნიდან არ გამიგია,”