ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 23.9 მილიონი ლარის 454 პროექტი განხორციელდება.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, გურიისთვის 2.5 მილიონი გამოიყო და ჯამში 357 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 51 პროექტი კი უკვე დასრულებულია.
უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გურიის 3 მუნიციპალიტეტს ჯამში 16.7 მილიონი ლარის ღირებულების 29 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 1.7 მილიონის 24 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 900 000 ლარის ღირებულების 6 პროექტი დაუფინანსდა.
გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 1 პროექტისთვის 100 000 ლარი, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 37 პროექტისთვის 2 მილიონი ერგო.