სტიქიის პრევენციისთვის წელს 20 მილიონი ლარის 156 პროექტი განხორციელდება

741

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად, 2019 წლიდან, სტიქიის პრევენციის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს და 156 პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის პრევენციის მიზნით, ამ დროისთვის, 9 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 84 პროექტზე – სამშენებლო ტენდერი, 63-ზე კი პროექტირების შესყიდვაა გამოცხადებული.

სტიქიის პრევენციის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.