2019 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 15 ინფრასტრუქტურული პროექტეისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 8 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 7 პროექტზე სამშენებლო ტენდერია გამოცხადებული.
ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის წინა წლის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს კი 10 მილიონით ნაკლებია. ამასთან, აპრილის თვეში 6 მუნიციპალიტეტისთვის 4.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.