სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 620 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა 2 890 კი მიმდინარეობს

665

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა და წელს მისი ბიუჯეტით, რომელიც 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, 4 808 პროექტი განხორციელდება. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის კრებებზე მოსახლეობის მიერ ყველაზე მოთხოვნადი გზის, წყლისა და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები იყო.

დაგეგმილი 4 808 პროექტიდან ამ დროისთვის, 620 უკვე დასრულდა, 2 890 პროექტი მიმდინარეობს, ხოლო 1 298 პროექტზე ტენდერია გამოცხადებული.