მცხეთა-მთიანეთის 4 მუნიციპალიტეტში 29.7 მილიონის 655 პროექტი განხორციელდება

1599

ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 29.7 მილიონი ლარის 655 პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, მცხეთა-მთიანეთისთვის 5 მილიონი გამოიყო და ჯამში 549 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 52 პროექტი კი უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მცხეთა-მთიანეთის 4 მუნიციპალიტეტს ჯამში 18.7 მილიონი ლარის ღირებულების 57 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 1.7 მილიონის 20 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 1.8 მილიონი ლარის ღირებულების 7 პროექტი დაუფინანსდა.

გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 1 პროექტისთვის 500 000 ლარი, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 21 პროექტისთვის 2 მილიონი ერგო.