ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა – დამონტაჟდა ახალი ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ფეხით სავალი ბილიკები.
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა – დაირგო ყვავილები, ხეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით – ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება. ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
სკვერში შესრულებული სამუშაოები ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს “ინტერტექნოლოგმა“ განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სკვერის ერთი ნაწილი გასულ წელს მოწესრიგდა.
როგორც ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს დასასვენებელი სივრცე სულ 20 მისამართზე განახლდება.
სკვერი ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში
✅ ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.✅ პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა – დამონტაჟდა ახალი ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ფეხით სავალი ბილიკები. ✅ დასასვენებელი სივრცე გამწვანდა – დაირგო ყვავილები, ხეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით – ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა.✅ სკვერის განახლების სამუშაოები ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგმა“ განახორციელა.
Posted by ვაკის რაიონის გამგეობა on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2019