ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში აქტიურად გრძელდება.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, N47-ის მე-20 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სკვერში ხეების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, მოეწყო ბორდიური, განახლდება საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სავალი ბილიკები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ტერიტორია გამწვანდება.