გარდაბანში სოფელ კუმისის, ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურისა და მუხრან-თელეთის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, პირველად მოხდება აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც 7000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროექტის სრული ღირებულება 9 389 261 ლარია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმზომი კვანძის მოწყობა. ასევე, აქტიურ ფაზაშია შესული ნორიო-მარტყოფის წყალმომარაგების პროექტის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც მოიცავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის: ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანის უწყვეტ წყალმომარაგებას.
პროექტი, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს მესამე, დასკვნით ეტაპზეა გადასული და მაქსიმუმ ერთ წელში მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.