გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
უწყებას დაგეგმილი აქვს, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ადმინისტრაციულ შენობებს ატენში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში და საყავრეში.
მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის 16 775 ლარი გაითვალისწინა, ხოლო, სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 330 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.