თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის გარდა, სამუშაოები 15 სოფელში ტარდება. ესენია: დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, არდისუბანი, ფარცხისი, საღრაშენი, გოლთეთი, წინწყარო, ქოსალარი, შავსაყდარი, ასურეთი, მაწევანი, ქოთიში, ენაგეთი, ხაიში და ტბისი.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.
პროექტის დასრულების შემდეგ 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე 2023 წლის ბოლოს სრულდება.