2022 წელს ქვემო ქართლის რეგიონში 22 პროექტი მიმდინარეობდა, რომელთა საერთო ღირებულება 114.3 მილიონი ლარია. აქედან 11 პროექტი უკვე დასრულდა. რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 2 ხიდის რეაბილიტაცია, 1 ნაპირსამაგრი და 1 სტიქიის პრევენციისა და ლიკვიდაციის პროექტი.
მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს, თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის 5.4 კილომეტრიან მონაკვეთს, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას და შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იან მონაკვეთს.
აქტიურად გრძელდება სამუშაოები დანარჩენ პროექტებზე და მათი რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება. მიმდინარეობს ისეთი მნიშვენლოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი და იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2023 წელსაც აქტიურად გააგრძელებს ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.