ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისის” ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე ნანა კოსტავამ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტესტი განათავსა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
მიუხედავად აქციებისა და მოწოდებებისა ნანა კოსტავა საკრებულოს არ ტოვებს.
ორგანიზაციის აქტივისტებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს. “პოსტერუმ-ქუთაისმა“ სიმბოლური წითელი ბარათიც დაამზადა ჰეშთეგით #ნანაწადი, რომელიც ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის წინ დატოვეს.
31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ასევე, გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. იმავე დღეს მან ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს დატოვებდა. თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლების თხოვნით გადაიფიქრა.