ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

371

ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან გუშინ სოციალურ ქსელში განაცხადა. “ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, ქალაქის მერის ყოფილი მოადგილე აეროპორტების გაერთიანების დირექტორად ინიშნება.

“რადგან ტურიზმი  არის ჩემი სფერო, შემიძლია გითხრათ რომ ავიაციაში ვბრუნდები, მაგრამ ეს რამდენად იქნება გაერთიანების დირექტორის პოსტი ამას ჯერ ვერ გეტყვით,  იქიდან გამომდინარე, რომ  რამდენიმე შემოთავაზება მაქვს”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქარქაშაძემ მერის მოადგილის პოსტი ორი წლის წინ დაიკავა. იგი სოციალურ საკითხებს, ტურიზმსა და საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებდა. აღსანიშნავია, რომ იგი 2014-2016 წლებში  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ინდუსტრია – ბიზნეს განვითარების კოორდინატორი გახლდათ, ხოლო, 2020 წლიდან – დღემდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საავიაციო ინდუსტრია) საავიაციო კომიტეტის მდივანი.