ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

433

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. შპს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგობიანმა დაკავებული პოზიცია დატოვა.

“ვამაყობ იმით, რომ 30 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი დავაფუძნეთ, შევქმენით და თანამედროვე რელსებზე დავაყენეთ. 30 წლის შემდეგ ქუთაისლებს გვაქვს შესაძლებლობა ვიმგზავროთ მუნიციპალური ტრანსპორტით სუფთად, უსაფრთხოთ და დროში გაწერილი გრაფიკით. გაჩერებაზე დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებით ფაქტიურ სურათსაც დაინახავს მომხმარებელი თუ როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი.

ვფიქრობ არსებული შედეგია ქალაქის წინსვლის და განვითარების. მადლობა მინდა ყველას ჩვენს მეგობარს გადაუხადო გულშემატკივრობისთვის, დაფასებისთვის და გვერდით დგომისთვის

მე ამჯერად არსებული პოზიციიდან გემშვიდობებით და წარმატება მინდა დიდ გუნდს ვუსურვო, რომელიც გააგრძელებს ქალაქის საქმის კეთებას. ქუთაისისთვის ბევრი ღამე ვათენეთ და ვამაყობ შედეგებით!”, –  წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ირაკლი გიორგობიანი.