ქუთაისის საკრებულოს წევრი, რომელსაც სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებენ, მანდატს აღარ ტოვებს

713

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ “ქრონიკისთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით კი, არ აპირებს, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.