ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, მოადგილეებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საკრებულომ ჩემი უფლებამოსილება სცნო, მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდათ. ამ კვირის ბოლომდე აუცილებლად წარვადგენ მოადგილეებს”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა სამსახურის უფროსების შეცვლას, მერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სხვა საკადრო ცვლილებას არ განიხილავს.
“ლაივპრესის” ინფორმაციით, ზუგდიდის ვიცე მერის პოზიციაზე ოთხი ადამიანის კანდიდატურა განიხილება.