ზუგდიდის მერია მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გაყიდის

793

წინა სტატია

სტატიია გაგრძელება

ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიამ, გუშინ ზუგდიდის მერიის 5 მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანის გაყიდვაზე იმსჯელა. აქედან 4 ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოა, ერთი კი ლექსუსის მარკის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას განმარტებით, მანქანები მაღალი თანამდებობის პირებს ემსახურებოდა. მისივე თქმით, ძვირადღირებული ავტომანქანების დაბალბიუჯეტიანით ჩანაცვლებაზე მერიას რეკომენდაციით საკრებულომ შარშან მიმართა.

შარშან დეკემბერში, საკრებულოს დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ განაცხადა, რომ ახალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატებმა მერიას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართეს. ძვირადღირებული ავტომანქანების ჩანაცვლებასთან ერთად, მათ თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტის შემცირებაც მოითხოვეს.