ზუგდიდის მერიამ აუქციონზე ორი პრადო გაყიდა

1910

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონზე ორი ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო გაყიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ერთი მანქანით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია სარგებლობდა, მეორეთი კი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.

მათივე ცნობით, დარჩენილია 3 ავტომანქანა, რომელზეც აუქციონი თავიდან გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერიამ აუქციონზე მაღალი გამავლობის მქონე 5 ავტომანქანა გაიტანა. აქედან 4 პრადო, ერთი კი ლექსუსის მარკის ავტომობილია.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, თანამდებობის პირების ჯიპები დაბაბიუჯეტიანი მანქანებით ჩანაცვლდება.