მარნეულის მერიამ მანქანის ძრავის შესაძენად 4 750 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა

272

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მანქანის ძრავის შეძინისა და მონტაჟისათვის გამარტივებული შესყიდვა სს „ექსპრესთან” გააფორმა. ინფორმააციას რადიო მარნეული ავრცელებს.

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომანქანა ძრავის შეცვლას საჭიროებდა.

ძრავის შეძენისა და მონტაჟისათვის მერნაულის მერიამ იური სამხარაძის კომპანიას 4 750 ლარი გადაუხადა.

მარნეულის მერიასა და სს „ექსპრესს” შორის ხელშეკრულება 29 ნოემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მანქანის ძრავი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარულ დღეში უნდა შეკეთდეს.