ზუგდიდის საკრებულომ ყინულის მოედნის ტერიტორიის გაყიდვას მხარი დაუჭირა

992

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საკრებულომ ხმათა უმრავლესობით საპრივატიზაციო ობიექტების სიაში სკეიტპარკის მიმდებარედ, ყინულის მოედნის ტერიტორია შეიყვანა. საკითხის განხილვას კი სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. ხოლო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანა წითლიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თქვა, რომ აზრი არ აქვს დარბაზში ყოფნას, რადგან ყველამ კარგად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ყინულის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით. მანამდე იგივე მიზეზით დარბაზი სამოქალაქო აქტივისტებმაც დატოვეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვდნენ, რომ არ გაეტანათ გასაყიდად დადიანების ეზოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი.