ზუგდიდის ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია m2-მა იყიდა

876

წინა სტატია

ზუგდიდის ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. მიწა m2-მა იყიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს სხდომა. სრომელზეც ყინულის მოედნის ტერიტორიის გაყიდვას მხარი დაუჭირეს პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ნამდვილად არ იყო გადაწყვეტილი, თუმცა დიდი ალბათობთ მიწას სწორედ ეს კომპანია შეიძენდა, რადგან სწორედ მათ გამოხატეს საინვესტიციო ინტერესი. თუმცა, ამავდროულად, აუქციონში სხვა კომპანიების მონაწილეობაც არ გამოურიცხია.

ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია m2-მა 7 270 118 ლარად იყიდა.

ელექტრონული აუქციონის პირობებად კი უძრავი ქონებაზე 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელება და 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმროს მშენებლობა განისაზღვრა. ამასთან, m2 ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ოცდაათი თვის განმავლობაში დაასრულოს.

ხოლო ზუგდიდის მერია მიწის ნაკვეთის გასხვისების მომენტიდან ექვსი თვის ვადაში მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟს უზრუნველყოფს.