მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 7 საჩივარი შევიდა

612

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 7 საჩივარი შევიდა. როგორც საოლქოს თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა, საჩივრები წვრილმან საკითხებზეა და ძირითადად პროცედურული ნორმების დარღვევებს შეეხება.

“10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ უბნების 5,7% შეადგინა. არჩევნები მშვიდად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს”, – განაცხადა ასანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის თქმით, მარნეულის თითქმის ყველა უბანზე დარღვევები ფიქსირდება.