გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა.
“ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად”,- განაცხადა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 22 მარტს წარადგინა.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.