თემურ აბაზოვს მერია განაცდურ ხელფასს არ აუნაზღაურებს

766

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მერიისაგან განაცდურის სახით 32 000 ლარს ვერ მიიღებს. აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვდა, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო. აღნიშული წინადადება კი ცნობის სახით  საკრებულომ  13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

აბაზოვი წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების დროს გაცდენილი 7 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა. საკითხი მარნეულის მერიამ განიხილა და ყოფილი მერის მოთხოვნა არ  დააკმაყოფილა. მერიაში თემურ აბაზოვისთვის განაცდურის მიღებაზე უარის მიზეზებს ჯერჯერობით არ განმარტავენ.

თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება 13 თებერვალს ოფიციალურად შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.