ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 3 033 229 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ლაგოდეხში გზების რეაბილიტაციისთვის კოსტავას ქუჩაზე 409 239, წერეთლის ქუჩაზე 509 172, რუსთაველის ქუჩაზე კი 824 714 ლარ დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან, სოფელ ლელიანში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას 634 549 ლარი, ხოლო, სოფელ თამარიანში სკოლის ქუჩის რეაბილიტაციას 655 555 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 192 873 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.