სიღნაღის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 429 524 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ სიღნაღში არსებული შენობის რეაბილიტაციას, სადაც საბავშვო ბიბლიოთეკა მოეწყობა, რეგფონდიდან 128 500 ლარი მოხმარდება (პროექტის სრული ღირებულება 135 263 ლარი).
ამასთან, სოფელ ძველ ანაგაში შიდასაუბნო გზებზე გარეგანათების მოწყობისთვის რეგფონდიდან 301 024 ლარი დაიხარჯება (პროექტის ჯამური ღირებულება 316 867 ლარს შეადგენს).
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 452 130 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.