ახმეტის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 8 პროექტი 1 424 598 ლარით დაუფინანსდა

728

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახმეტის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს8 პროექტი 1 424 598 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ახმეტაში ოძელაშვილის ქუჩის მოასფალტება 138 938, ევდოშვილის ქუჩის რეაბილიტაციას 69 170, მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას 186 540, ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციას 135 140, ხოლო,
ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას 127 860 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან. სოფელ მატნის წყალმომარაგების სათავისა და მაგისტრალის მოწყობისთვის 180 160, სოფელ აწყურის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისისთვის (ჭაბურღილის მოწყობა) 140 900 ლარი დაიხარჯება. ასევე, სოფლების დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაციას ფონდიდან 445 890 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 1 499 690 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ლაგოდეხისთელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.