ბორჯომის მუნიციპალიტეტს 2019 წელს რეგფონდიდან 5 პროექტი 1 679 200 ლარით დაუფინანსდა

625

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბორჯომის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 1 679 200 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ რველში ე.წ. “კოშკის უბანში და ქალაქ ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაციას რეგფონდიდან 499 200 ლარი მოხმარდება.

ამავე ფონდიდან, ქალაქ ბორჯომში პეტრიწის ქუჩის, თორის ქ N57-60-ის მიმდებარე ჩიხების, რობაქიძის ქ N13-ში, N4 საბავშვო ბაღთან მისასვლელი ჩიხისა და ვაშლოვანის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 322 856 ლარი გამოიყო. ამასთან, დაბა ბაკურიანში სასტუმრო “მელისის”  უკანა გზისა და სოფელ კორტანეთში ჩიხების რეაბილიტაციას რეგფონდიდან 202 960 ლარი მოხმარდება.

რაც შეეხება ქალაქ ბორჯომში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელ ზანავში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, სოფელ ანდეზიტი-ციხისჯვრის, სოფელ ცემისა და ტბის სასმელი წყლის რეაბილიტაცია ფონდიდან 203 600 ლარით დაფინანსდა.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან სოფელ ყვიბისში, კაჭუნაშვილების უბანში, ნაპირსამაგრი კედლის მოწყობისთვის 450 584 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 2 099 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ახალქალაქის, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.