ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 3 პროექტი 1 550 000 ლარით დაუფინანსდა

857

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 პროექტი 1 550 000 ლარით დაუფინანსდა. საერთო ჯამში კი რეგფონდისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 1 631 579 ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, სოფელ ოროჯალარის გზის მოასფალტებისთვის რეგფონდიდან 475 000 ლარი დაიხარჯება (საერთო ღირებულება 500 000 ლარი). ამავე ფონდიდან, იმავე რაოდენობის თანხა 475 000 ლარი გამოიყო სათხა–სპასოვკის გზის მოასფალტებისთვის (პროექტის ჯამური ღირებულება 500 000 ლარი). რაც შეეხება ნინოწმინდა-ოროჯალარი გზის მოასფალტებას, ამისთვის ფონდიდან 600 000 ლარი დაიხარჯება (პროექტის სრული ღირებულება 631 579 ლარს შეადგენს).

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ახალქალაქის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.