ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 2019 წელს 4 პროექტი 1 849 992 ლარით დაუფინანსდა

1160

სტატიის გაგრძელება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 პროექტი 1 849 992 ლარით დაუფინანსდა. საერთო ჯამში კი რეგფონდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 3 238 340 ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობას ჯამში 637 203 ლარი მოხმარდება, საიდანაც 159 300 ლარი რეგფონდიდან გამოიყო.

ანალოგიური სამუშაოებისთვის, კერძოდ სიონი-გარბნის დამაკავშირებელი ხიდისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 169 185 ლარია გამოყოფილი, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება 215 532 ლარს შეადგენს.

ამავე ფონდიდან სოფელ ხურთისში სათავე ნაგებობის, წყლის ქსელის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას 841 275 ლარი მოხმარდება, პროექტის ჯამური ღირებულება 1 131 773 ლარია.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სოფელ სიონში ე.წ. “კობათუბნის” ნაპირსამაგრი სამუშაოები, რისთვისაც რეგფონდიდან 680 232 ლარი გამოიყო. პროექტის სრული ღირებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებასაც ითვალისწინებს, 1 253 832 ლარია.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან მცხეთის, დუშეშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.