თიანეთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 პროექტი 848 540 ლარით დაუფინანსდა. საერთო ჯამში კი რეგფონდისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 848 540 ლარი მოხმარდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაბა თიანეთი-სოფელ ჭურჭელაურების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მოასფალტება (II ეტაპი) რეგფონდიდან 549 000 ლარით დაფინანსდა (პროექტის სრული ღირებულება 549 000 ლარი).
ამავე ფონდიდან, სოფელ ალოტში არსებული 2 დაზიანებული წყალგამტარი მილის ნაცვლად ახალი მილების მოწყობას 299 540 ლარი მოხმარდება (ჯამური ღირებულება 299 540 ლარი).
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყაზბეგის, მცხეთისა და დუშეშეთის მუნიციპალიტეტებში.