რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტს 18 პროექტისთვის 5 576 926 ლარი გამოეყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, რეგფონდიდან შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 463 656 ლარი, ხოლო ნარეკვავის დასახლებაში იმავე სამუშაოებისთვის 84 132 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან, შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციისთვის სოფელ არაშენდაში 221 266, სოფელ ჩარდახში 396 179, სოფელ ძალისში 502 830, სოფელ ვაზიანში 316 166, სოფელ ნავაზში 260 096, სოფელ გალავანში 395 385 , სოფელ წიწამურში 532 469, სოფელ გოროვანში 308 080, სოფელ ძეგვში კი 273 583 ლარი დაიხარჯება.
ხოლო სოფელ პატარა ქანდაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას 314 235, სოფელ ვარდისუბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას კი 719 093 ლარი მოხმარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ მცხეთაში, დავით აღმაშენებლის N47-ში, სკვერის რეაბილიტაციისთვის რეგფონდიდან 63 190 ლარი დაიხარჯება.
ასევე, სოფელ ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის რეგფონდიდან 192 356 ლარი გამოიყო. საერთო ჯამში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 202 481 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, სოფელ ძეგვში სოფლის ცენტრის მიმდებარედ სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა/დაქსელვა რეგფონდიდან 104 181 ლარით დაფინანსდა, ხოლო სოფელ ნავდარაანთკარში ახალი დასახლებისთვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა/დაქსელვას 173 244 ლარი მოხმარდება. სოფელ მუხრანში კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის რეგფინდიდან 256 785 ლარი გამოიყო.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 5 870 458 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყაზბეგის, დუშეშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.