კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ზუგდიდში ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქცია აპრილამდე ვერ დაიწყება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“მოხდა სამწუხარო ფაქტი, ჭერი ჩამოინგრა, მაგრამ აპრილზე ადრე რეკონსტრუქციის დაწყება შეუძლებელია, ეს არის ყველაზე შემჭიდროებული ვადები, რაც სჭირდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას, პროექტიც გვაქვს, ფინანსური რესურსიც, შესაბამისად, ფონდი ქართუ დაიწყებს აპრილისთვის რეაბილიტაციას “, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციას ნიკოს სასახლისგან განსხვავებით, ორი წელი დასჭირდება.
ნიკოს სასახლის აღდგენა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და მისი გახსნა ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღეს, 19 მარტს იგეგმება.
ეკატერინეს სასახლეში ჭერი 1 მარტს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 10 ნივთი დაზიანდა. დაზიანებულ ექსპონატებს რესტავრაციას ჩაუტარებენ, თუმცა დაზიენებულ ჭერს სასახლის რეკონსტრუქციამდე არ შეაკეთებენ,