ზუგდიდიში ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

1085

წინა სტატია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა და ახლა სასახლის დალაგება და გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ანთიძის თქმით, როდის გაიხსნება შენობა, ჯერ არ იცის: “შევთანხმდებით თარიღზე. ჯერ არ გვაქვს პასუხი. ან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება, ან ახალი წლის დასაწყისში“.

შეგახსენებთ, რომ ნიკოსეული სასახლის აღდგენას 3 მილიონ ლარამდე მოხმარდა. თანხა ფონდმა “ქართუმ“ გაიღო. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. რეკონსტრუქცია 2015 წლის აგვისტოში დაიწყო.

სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადებმა გადაიწია და როგორც მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მიზეზეი პროექტში შესული კორექტირებები იყო.