თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

872

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა. როგორც აბაზოვმა განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“მივიჩნევ, რომ სასამართლოს მიერ ჩემს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულის სტატუსის მქონე პირი არ უნდა ასრულებდეს საჯარო მოხელის უფლებამოსილებას. სწორედ აღნიშნული გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოვიხსენი უფლებამოსილება. აქვე განვმარტავ, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად”, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.