ზუგდიდში საცურაო აუზის პროექტის შედგენაზე ტენდერი დასრულდა

851

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე აუზის მშენებლობისთვის პროექტის შედეგენასა და სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევისთვის გამოცხადებული ტენდერი გუშინ 6 ნოემბერს დასრულდა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ  შპს “კარკასმა“ მიიღო. კომპანიამ MDF-ს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, დაახლოებით, 50 ათასამდე ნაკლები თანხა – 245 834 ლარი შეთავაზა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობაში დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და საჭყუმპალაო უნდა განთავსდეს. საცურაო აუზი ყოფილი პიონერთა პარკის ტერიტორიაზე აშენდება, თუმცა როდის დაიწყება მშენებლობა, ფონდში ჯერ არ იციან.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.