დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროს კეთილმოწყობა დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გაჰყავთ მიწისქვეშა კომუნიკაციები და იგება ფილები, ამასთან, დამონტაჟდება გარეგანათებაც. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველ, რეკრეაციულ ზონად გადაიქცევა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 400 ათას ლარზე მეტი გამოიყო. ტერიტორიის კეთილმოწყობა დეკემბერში უნდა დასრულდეს.