ქედის მერიამ სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის “მწვანე საგრანტო პროგრამა“ წარადგინა

327

ქედის მერიაში “მწვანე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში აგროსერვის ცენტრის დირექტორმა და მოადგილემ შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“მწვანე საგრანტო პროგრამა“ ენერგოეფექტურ და განახლებად მზის ელექტროსისტემაზე წვდომის გამარტივებას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ელექტროენერგიის ხარჯების დაზოგვას და ბუნებრივი (ტყის) რესურსის ზეწოლის შემცირებას.

პროგრამის გრანტის ღირებულება 90%-ია, ხოლო, ბენეფიციარის თანამონაწილეობა საერთო ღირებულების 10%-ს შეადგენს.

განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 11 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი.