დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, დამატებული ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 496 551 ლარი გამოყო.
მერიის ცნობით, კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს ოფიციალურაად დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ფარაონი და კომპანია” ახორციელებს.
“570 გრძ/მ დეკორატიული ფილების მოწყობა, რკინაბეტონის ჯებირების დამონტაჟება, ბილიკებისა და ბორდიულების ფილებით მოპირკეთება, ლამპიონების მოწყობა, პარკში შემავალი საავტომობილო გზის მოასფალტება და ა.შ – ეს ის სამუშაოებია, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს”, – აცხადებენ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში.